“უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა რჩევები მოგვცა”

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, გუშინდელ სხდომას ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა, რომელმაც კოალიციას რჩევები მისცა.

კობახიძის თქმით, ერთ-ერთი რჩევა საარჩევნო კოდექსსაც ეხებოდა.

“ვადასტურებ, რომ გუშინდელ სხდომას ბატონი ბიძინა მართლაც ესწრებოდა, მისგან მივიღეთ რჩევები. ერთ-ერთი რჩევა კი საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით იყო. მოგეხსენებათ, რომ საარჩევნო კოდექსი პირველი მოსმენით უკვე მიღებულია და მეორე მოსმენით, მიმდინარე კვირაში იქნება მიღებული”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიდედაქალაქის საახალწლო განათებასა და ცენტრალური ნაძვის ხის მორთვაში წელს მილიონ ლარამდე დაიხარჯება
შემდეგი სტატიაალბანეთის პარლამენტი „საქართველოს მეგობართა ჯგუფს“ ქმნის