უმრავლესობის სხდომა “ოცნების” ოფისში მოძრაობა “შეცვალეს” აქციის ფონზე მიმდინარეობს

სამოქალაქო მოძრაობა “შეცვალე”, “ქართული ოცნების” ოფისთან, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის პარალელურად საპროტესტო აქციას მართავს.

აქციის მონაწილეები მმართველი გუნდის წევრებისთვის “სირცხვილის კორიდორის” მოწყობას აპირებენ.

“შეცვალეს” აქტივისტების განმარტებით, “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს მორიგი ტრიუკი არ გაუვა.

სამოქალაქო აქტივისტები აღნიშნავენ, რომ ერთადერთი გამოსავალი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაა.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაპარლამენტის ეზოში პოლიციაა მობილიზებული