,,უმრავლესობაში ორი ახალი ფრაქცია ძლივს შეკოწიწდა, ეს არის ბიუჯეტის მორიგი მჭამელი ორგანიზაციები”

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, რომან კობახიძის აზრით, საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით ორი ახალი ფრაქციის შექმნა დაახლოებით მილიონით გაზრდის ბიუროკრატიულ ხარჯებს დარჩენილი სამი წლის განმავლობაში.

მისი თქმით, ორი ახალი ფრაქციის შექმნა საპარლამენტო უმრავლესობაში ძალთა გადაჯგუფების მაჩვენებელია.

„რაღაც პრეტენზიები გაუჩნდათ ვიღაცებს და არ უნდათ მთავარი პარტიის ფრთებქვეშ იყვნენ. ჩვენ ვნახეთ, რომ მთელი ერთი კვირის განმავლობაში ეს ფრაქციები ვერ შეაკოწიწეს, ამ ხალხს არ უნდოდა მთავარი ფრაქციის დატოვება, ვინაიდან ის მოაიზრება ივანიშვილის ფრთებქვეშ არსებულ ჯგუფად. ამიტომ ძლივს შეკოწიწდა ეს ორი ფრაქცია. რეალურად, ამას არავითარი პოლიტიკური დატვირთა არ აქვს. ეს არის მორიგი ბიუჯეტის მჭამელი ორგანიზაცია, რომელსაც ექნება საკმაოდ სერიოზული ხარჯები: სულ მცირე 4 მანქანა, აპარატი, მივლინებები და უამრავი სხვა თანმდევი ფუფუნება, რომელიც ახლავს ხოლმე ფრაქციას. პოლიტიკური ორგანიზაციისთვის ეს არის პოლიტიკური მუშაობის ფორმა და როდესაც ასე იქმნება ფრაქცია, ეს არის ვიღაცებისთვის სასათბურე პირობების შექმნა და მეტი არაფერი”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

უმრავლესობის შემადგენლობაში ორი ახალი ფრაქცია – “ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ და „ქართული ოცნება – ეკონომიკა“ იქმნება. შესაბამისი საკითხი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დარეგისტრირდა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე – ხარჯებთან მიმართებაში ფრაქციების შიგნით განსაკუთრებული ცვლილებები არ იქნება
შემდეგი სტატიაადგილობრივების ინფორმაციით, ქუთაისში მშენებლობაზე ორი მუშის დაღუპვის მიზეზი, სავარაუდოდ, ბაგირის გაწყვეტა გახდა