უმაღლესი კატეგორიის გაფრთხილება – აშშ თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთი

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთი. უწყება მიზეზად რუსეთის უშიშროების სამსახურის მხრიდან პოტენციურ შევიწროებას ასახელებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის აღნიშნული განცხადება მე-4 დონისაა, რაც აშშ-ს სამოგზაურო სისტემაში უმაღლესი კატეგორიის გაფრთხილებას წარმოადგენს.

დეპარტამენტი ასევე აღნიშნავს, რომ ადგილზე აშშ-ს საელჩოს მოქალაქეებისთვის დახმარების გაწევის მწირი შესაძლებლობა აქვთ. სახელმწიფო დეპარტამენტი თავის მოქალაქეებს ასევე აფრთხილებს ფულადი სახსრების დეფიციტზე და მოუწოდებს, რომ რუსეთში დარჩენის შემთხვევაში ფინანსებთან დაკავშირებით ალტერნატიული გეგმა შეიმუშაონ.

banner
წინა სტატიაშიხარკოვის მერი – მადლობელი ვარ ყველა იმ ქალაქის მერის, ვინც გვეხმარება, მათ შორის თბილისის მერის
შემდეგი სტატიაპოროშენკომ, ჯარისკაცს რომელმაც რუსული საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდო მადლობა გადაუხადა (video)