უკრიანის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი: თუ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო ფლოტს გადაისვრის ჩვენ შეგვიძლია ყველგან მივიტანოთ მასზე იერიში

სადაც არ უნდა იყოს რუსული გემი, ჩვენ შეგვიძლია ყველგან მივიტანოთ მასზე იერიში. ასე პასუხობს უკრიანის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი, უკრანელი ჟურნალისტისს კითხვას – რას იზამს უკრაინა იმ შემთვევაში, თუ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო ფლოტს გადაისვრის. უკრაინული პრავდასთვის მიცემულ ინტერვიუში, ოლექსი ნეიჟპაპა ამბობს, რომ ოჩამჩირეში რუსული ბაზის აშენებას სტრატეგიული დანიშნულება აქვს, რადგან პორტი ნავსადგომისთვის ხელსაყრელ ადგილას შენდება. რუსეთს მოსწონს გეოგრაფიული მდებარეობაც, რადგან ოჩამჩირის ნავდასგომი ქარისგანაც დაცულია.

“თქვენ არ შეგიძლიათ განათავსოთ მთელი ფლოტი ერთ ბაზაზე. უფრო მეტიც, ნოვოროსიისკი არ არის ძალიან სასიამოვნო პორტი ბაზისთვის ამინდის პირობების გამო, განსაკუთრებით ზამთარში. სევასტოპოლი ძალიან დახურული ყურეა. გეოგრაფიულად ძალიან შესაფერისია გემების გასაჩერებლად. იგი დაცულია ყველა ქარისგან, გარდა დასავლეთისა. ძალიან სიმბოლურია, სხვათა შორის. ნოვოროსიისკში კი ძალიან უსიამოვნო ქარებია, რომელსაც ბორას უწოდებენ.

ჩვენთვის ლეგიტიმური მიზანია ნებისმიერი გემი, რომელიც ატარებს რუსეთის საზღვაო ძალების წმინდა ანდრიას დროშას. სადაც არ უნდა იყოს ის მსოფლიო ოკეანის ნებისმიერ ნაწილში”.- ამბობს ის.

banner
წინა სტატიაშიანა ბუჩუკური – როგორი ფოლოვერი მყოლია „ტიკ-ტოკზე“, ვურჩევ ირაკლი კობახიძეს, გააგრძელოს ჩემი ვიდეოების ყურება
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის ბიზნეს სესხებზე შეთავაზება 29 თებერვლის ჩათვლით გრძელდება