უკრაინულმა ძალებმა ხერსონის რაიონში რუსული ლოგისტიკის შეფერხების მიზნით სამ ხიდს დაარტყეს

უკრაინულმა ძალებმა ხერსონის რაიონში რუსული ლოგისტიკის შეფერხების მიზნით სამ ხიდს დაარტყეს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი დმიტრო ბუტრი აცხადებს, რომ მდინარე დნიპროზე ორ ხიდს დაარტყეს, ამასთან დაიბომბა კიდევ ერთი ხიდი ჩრდილოეთით.

,,უკრაინელი სამხედროები სიზუსტით და ეფექტურად მუშაობენ მოწინააღმდეგის საწყობებზე, ცოცხალი ძალის დაგროვებაზე და მტრის ლოგისტიკურ ჯაჭვებზე“, – განაცხადა ბუტრიიმ.

სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, რუსები დაზიანებული ხიდების აღდგენას ცდილობენ.

banner
წინა სტატიაშიმუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ნებართვის გარეშე გარევაჭრობისა და არასათანადო რეკლამის განთავსებისთვის დარღვევებზე სანქციები და ჯარიმები გავრცელდება
შემდეგი სტატიასაქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროპულ ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის მიმართულებით – დავითაშვილი