უკრაინის შს მინისტრის მოადგილე – მოვახერხეთ ქვეყნის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის აღკვეთა

უკრაინის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმა სამართალდამცავმა უწყებებმა აღკვეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა მედიასაშუალებები უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეზე ევგენი იენინზე დაყრდნობით ავრცელებენ.

„ჩვენი ოპერატიული წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის წყალობით, მოვახერხეთ ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის აღკვეთა“, – განაცხადა იენინმა.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ სატელევიზიო ინტერვიუში საუბრისას დღეს განაცხადა, რომ მას არ შეუძლია რაიმე დეტალის გამხელა. თუმცა ის დასძენს, რომ „ამის შესახებ ბევრად უფრო დეტალურად საუბარი რუსეთთან ომში გამარჯვების შემდეგ იქნება შესაძლებელი”.

banner
წინა სტატიაშისანქციების მე-7 პაკეტი აგრესორისთვის ისეთივე საგრძნობი უნდა იყოს, როგორც წინა ექვსი ერთად, ამის იმედი გვექნება – ზელენსკი
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი: ევროკავშირმა უნდა მოახდინოს რეგიონისადმი საკუთარი გრძელვადიანი ინტერესის დემონსტრირება საქართველოსათვის, უკრაინასა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით