სანქციების მე-7 პაკეტი აგრესორისთვის ისეთივე საგრძნობი უნდა იყოს, როგორც წინა ექვსი ერთად, ამის იმედი გვექნება – ზელენსკი

ევროკავშირის ანტირუსული სანქციების მეშვიდე პაკეტი რუსეთისთვის ისეთივე საგრძნობი უნდა იყოს, როგორც წინა ექვსი პაკეტი ერთად აღებული. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ალბანეთის პრემიერ-მინისტრ ედი რამასთან და მონტენეგროს პრემიერ – მინისტრ დრიტან აბაზოვიჩთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ ვთანხმდებით, რომ რუსეთის აგრესიაზე ეფექტური ტაქტიკური პასუხი უნდა იყოს მეტი დახმარება უკრაინისთვის. დროული დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის შეიარაღებით დახმარება, ასევე გაზრდილი ზეწოლა რუსეთზე, გაზრდილი სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. სანქციების მეშვიდე პაკეტი აგრესორი სახელმწიფოსთვის ისეთივე საგრძნობი უნდა იყოს, როგორც წინა ექვსი პაკეტი ერთად. ჩვენ ამის იმედი გვექნება“, – აღნიშნა უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა.

ამავე ბრიფინგზე ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ირგვლივ მთელი მსოფლიოს გაერთიანება დააჩქარებს ომის დასრულების პროცესს.

„როდის დასრულდება ეს ომი, ძნელი სათქმელია. ვფიქრობ, როდესაც გაერთიანდება ჩვენი უკრაინა მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებთან ერთად, როცა ყველა სერიოზულად დაიწყებს რუსეთისადმი მოპყრობას, როგორც ნებისმიერი ცივილური ფასეულობების მტრის, ასევე მისი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობისადმი, მისი ინფორმაციული პოლიტიკისადმი, რომელსაც უბრალოდ ასე ჰქვია, ხოლო ჩვეულებრივი პროპაგანდაა; როცა ამ ყველაფერთან ბრძოლას დავიწყებთ… მაშინ რუსეთს მოუნდება ლაპარაკი არა მარტო იარაღით და სროლით. ამიტომ, უკრაინის გარშემო მსოფლიოს გაერთიანება დააჩქარებს პროცესს და ომის დასასრულს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიმაკვირვებს პრეზიდენტის გვერდზე გამოქვეყნებული სტატუსის პათოსი, ჩემს კომენტარში არც განწყობა, არც რაიმე ნიშანი, პრეზიდენტისადმი პატივისცემის ნაკლულევანებისა არ ყოფილა – ჯაღმაიძე
შემდეგი სტატიაუკრაინის შს მინისტრის მოადგილე – მოვახერხეთ ქვეყნის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის აღკვეთა