უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

იმედი მაქვს, მერაბიშვილთან დაკავშირებით სამართლიან გადაწყვეტილებას ხელისუფლება რევოლუციის გარეშე მიიღებს - იური ლუცენკო

უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით კიევის სასამართლოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. განცხადება გენერალურმა პროკურორმა უკრაინულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში გააკეთა.

“მე არ ვეთანხმები სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღინისძიებასთან დაკავშირებით მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ჩვენ სასამართლოს ყველა მტკიცებულება გადავეცით, მიუხედავად ამისა, მოსამართლემ ის გაათავისუფლა. ემოციებისგან თავს შევიკავებ. ჩვენ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ,” – განაცხადა იური ლუცენკომ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის საქმე მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა
შემდეგი სტატიაბურჭულაძე პროკურატურაში არ გამოცხადდება