უკრაინის პრემიერი: ჩვენი ეკონომიკა სტაბილურია, გვაქვს საკმარისი ძალა, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ აგერსიას

უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი აცხადებს, რომ ქვეყანას საკმარისი რეზერვები აქვს, რათა გაუძლოს როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიკურ აგრესიას.

„ჩვენი ეკონომიკა და ფინანსური სისტემა სტაბილურია. გვაქვს საკმარისი რეზერვები და ძალა, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ არამარტო სამხედრო, არამედ ეკონომიკურ, სავაჭრო, ენერგეტიკულ აგრესიას. სიტუაციის გაუარესების ეკონომიკური მიზეზები არ გვაქვს, გარდა პანიკისა…უკრაინის ყველა რეგიონში უსაფრთხოების გასაძლიერებლად და რუსეთის შესაძლო შემდგომი აგრესიისთვის მზადყოფნის მიზნით, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ შემოგვთავაზა საგანგებო მდგომარეობის შემოღება. ის იმოქმედებს მთელ უკრაინაში. ეს, პირველ რიგში, საშუალებას მისცემს ჩვენს სამხედრო და სამართალდამცავ ოფიცრებს. უკეთესად გააკონტროლონ სიტუაცია. არავითარ შემთხვევაში ეს არ იმოქმედებს ადამიანების ცხოვრებასა და ბიზნესის მუშაობაზე“, – განაცხადა მან მთავრობის სხდომაზე.

banner
წინა სტატიაშიჩიქოვანი: ოპოზიციის რადიკალური ნაწილის ბოლო დღეების რიტორიკა რუსული თამაშია
შემდეგი სტატიახაზარაძე სააკაშვილზე: ყოველთვის მომხრე ვარ, რომ ისეთი ტიპის რადიკალური ზომები, რომელიც ჯანმრთელობას ეხება, თავიდან იქნას აცილებული