უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

კიევის სასამართლომ უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი დაუსწრებლად გამოიტანეს. იანუკოვიჩი სახელმწიფო ღალატსა და აგრესიული ომის წარმოებაშია ბრალდებული. პირველი დანაშაულისთვის მას 13 წლით ციხე მიესაჯა, მეორე დანაშაულისთვის კი – 12 წლით. საბოლოოდ, სასჯელის რაოდენობამ 13 წელი შეადგინა.
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის წინაღმდე სისხლის სამართლის საქმე 2017 წლის გაზაფხულზე აღძრეს. იანუკოვიჩის დაცვის მხარე ირწმუნება, რომ ექს-პრეზიდენტი უდანაშაულოა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში გაზაფხულზე, იენს სტოლტენბერგთან ერთად, ნატო-ს სამხედრო კომიტეტიც ჩამოვა
შემდეგი სტატიარუსეთი და ჩინეთი აშშ-ს აფრთხილებენ თავი შეიკავოს ვენესუელაში მოქმედებებისგან