რუსეთი და ჩინეთი აშშ-ს აფრთხილებენ თავი შეიკავოს ვენესუელაში მოქმედებებისგან

რუსეთი და ჩინეთი აშშ-ს აფრთხილებენ თავი შეიკავოს ვენესუელას პოლიტიკურ კრიზისში ჩარევისგან, სადაც ოპოზიციის ლიდერმა, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ ხუან გუაიდომ თავი პრეზიდენტად გამოაცხადა. რუსეთმა განაცხადა, რომ დაუშვებელია აშშ-ს მიერ ვენესუელაში შეიარაღებული ჩარევა და თქვა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მას კატასტროფული შედეგები მოყვება. “გაფრთხილებთ მსგავს ავანტიურებზე, რომელსაც კატასტროფული შედეგები მოყვება” – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. რუსეთის საგარეო უწყებამ, ასევე, აშშ-ს, რომელმაც გუაიდოს მხარი დაუჭირა, ბრალი დასდო საერთაშორისო სამართლის დარღვევასა და მისთვის “უვარგისი მთავრობის” დამხობის მცდელობაში. განცხადების თანახმად, რუსეთი ვენესუელას პრეზიდენტად ნიკოლას მარუდოს თვლის.

თავის მხრივ, ჩინეთმა აშშ-ს მოუწოდა არ ჩაერიოს ვენესუელაში არსებულ კრიზისში და ნებისმიერი ჩარევის წინააღმდეგი გამოვიდა. ჩინეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საჭიროა გონიერების შენარჩუნება და ერთმანეთის პატივისცემა. კრიზისიდან გამოსავალი კი, მხოლოდ პოლიტიკური დიალოგი და კონსტიტუციური ჩარჩოებია – აცახდებს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო – “დოიჩე ველე” წერს.

ამავე დროს, ლათინური ამერიკის ქვეყნების უმეტესობამ, მათ შორის, ბრაზილიამ და არგენტინამ მხარი ხუან გუაიდოს დაუჭირეს. გარდა ამისა, იგივე პოზიცია აქვთ კანადას, აშშ-ს და ევროკავშირს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის ყოფილ პრეზიდენტს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
შემდეგი სტატიაბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერემი ჰანთი​ გიორგი გახარიას მადლობას უხდის