უკრაინის გენშტაბი – რუსები ხარკოვს არტილერიისა და ავიაციის გამოყენებით ბომბავენ

რუსი ოკუპანტები ხარკოვისა და სუმის ოლქების სხვადასხვა ტიპის იარაღიდან დაბომბვას აგრძელებენ, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, რუსებმა სუმის ოლქის ლუტოეს, ისკრასკოვშჩინასა და ბელოვოდის დასახლებების ტერიტორიები არტილერიიდან დაბომბეს.

„ხარკოვის მიმართულებით მტერმა ტანკებიდან და სარაკეტო არტილერიიდან დაბომბა სვეტლიჩნოეს, შაპოვალოვკას, პრუდიანკას, დემენტიევკას, პიტომნიკის, რუსკი ტიშკის, პობედას, ვერხნი სალტოვის, გუსაროვკას, ბაზალეევკას, სტარაია გნილიცას დასახლებები. რტიშჩევკასა და სალტოვის მახლობლად კი ავიადარტყმები განხორციელდა“, – აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა ვოლინის, პოლესკისა და სევერსკის მიმართულებებით.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი – ყველამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა რუსეთმა და ომის მომხრეებმა მზარდი ფასი გადაიხადონ რუსული სახელმწიფო ტერორისთვის
შემდეგი სტატიაგენშტაბი – უკრაინელმა სამხედროებმა დონბასში რუსების შეტევა ოთხი მიმართულებით მოიგერიეს