უკრაინის გენპროკურატურა იაცენიუკის და ავაკოვის დაკითხვაზე ავრცელებს ინფორმაციას

უკრაინის გენპროკურატურა იაცენიუკის და ავაკოვის დაკითხვაზე ავრცელებს ინფორმაციას

9უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი არსენ იაცენიუკი, შს მინისტრი არსენ ავაკოვი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ალექსანდრ ტურჩინოვი ქვეყნის გენპროკურატურამ დაკითხვაზე დაიბარა – ამის შესახებ ინფორმაციას “112 უკრაინა” ავრცელებს.
“ყველა მათგანი გამოძიებას საჭირო ინფორმაციას აწვდის, ეს ყველა მოქალაქის მოვალეობაა” – განაცხადა გენპროკურორმა იური ლუცენკომ.
უკრაინული მედიის თქმით, გამოძიება 2014 წელს მაიდანზე მომხდარ მოვლენებს ეხება, აღნიშნული საქმის ირგვლივ დაიკითხა ასევე, უმაღლესი რადას დეპუტატი რადიკალური პარტიიდან, ოლეგ ლიუჟკო, რომელიც ლუცენკოს თქმით, პროკურატურასთან ურთიერთობაში ძალიან ნერვიულია.

2016 წლის თებერვალში გენპროკურატურამ ყოფილი სპეცრაზმის “ბერკუტის” 25 წევრზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა და ისინი მაიდანზე მომხდარ მკვლელობაში დაადანაშაულა.

banner
წინა სტატიაშიკიევში სეპარატიზმში ბრალდებული რადას ყოფილი დეპუტატი დააკავეს
შემდეგი სტატიაერდოღანი: „დასავლეთმა თურქეთის მარტო დატოვება გადაწყვიტა“