უკრაინული მხარის ცნობით, რუსები ზაპოროჟიეს ოლქში თავს დაესხნენ ჰიდროელექტროსადგურ “დნეპოჰესს”. სადგურზე ხანძარი გაჩნდა, ადგილზე მაშველები მუშაობენ.
უკრაინის სახელმწიფო კომპანია “უკრაინენერგოს” ცნობით, კაშხლის ჩამონგრევის საფრთხე არ არსებობს.
“არაადამიანები კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის განადგურების შემდეგ არ ცხრებიან და ახლა ცდილობენ შექმნან ახალი ეკოლოგიური კატასტროფა დნეპრის ჰიდროელექტროსადგურისა და კაშხლის ჰიდრავლიკურ კონსტრუქციებზე ცინიკურად დარტყმით”, – ნათქვამია განცხადებაში.