უკრაინის აღსადგენად საჭიროა ახალი მარშალის გეგმა – ტრასი

უკრაინის აღსადგენად საჭიროა ახალი მარშალის გეგმა, – ამის შესახებ ლუგანოში მიმდინარე უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა ლიზ ტრასმა განაცხადა.

როგორც ტრასმა აღნიშნა, დახმარების ახალ პროგრამას თავად უკრაინამ უნდა უხელმძღვანელოს.

მისივე თქმით, დაუყოვნებლივ საჭიროა უკრაინელების სამშობლოში დაბრუნების ხელშეწყობა. როგორც ლიზ ტრასმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს მიეცეთ მომავლის იმედი.

ამასთან, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა განაცხადა, რომ მომავალ წელს უკრაინის აღდგენის კონფერენციას გაერთიანებული სამეფო უმასპინძლებს. მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს უკრაინის მთავრობის აღდგენისა და განვითარების გეგმის მხარდაჭერაში ლიდერობას.

banner
წინა სტატიაშიპოლიტიკოსის მიტინგზე ხალხი თუ არ მიდის, პოლიტიკოსის პრობლემაა, მკაფიო მიზანი თუ არ გვაქვს, ეს ხალხი დაიშლება – რაქვიაშვილი
შემდეგი სტატიამადლობელი ვარ ევროკომისიის ინიციატივისთვის, შექმნას ევროპული პლატფორმა უკრაინის აღსადგენად, თუმცა ჩვენ გთავაზობთ აღდგენის საკუთარ გეგმას – ზელენსკი