უკრაინიდან ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი გააძევეს

ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი უკრაინიდან გააძევეს – ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. ოპერაცია “მიგრანტის” ფარგლებში უკრაინის ეროვნული პოლიციის თანამშრომლებმა მიგრაციის შესახებ კანონის დარღვევისთვის 43 წლის საქართველოს მოქალაქე, რომელიც მანამდე 10 წლის მანძილზე ციხეში იჯდა, ქვეყნიდან გააძევეს. ციხეში მას “ზედამხედველის” სტატუსი ჰქონდა. უკრაინული მედია მამაკაცის სახელს და გვარს არ აქვეყნებს.

banner
წინა სტატიაშიფილიპინებში მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კურორტი გაიხსნა
შემდეგი სტატიააფხაზეთში წყლების მონიტორინგი დაიწყეს