უკრაინელმა სამხედროებმა ორი “შაჰიდის” ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ორშაბათს ღამით უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს ორი “შაჰიდის” ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი. ჯამში რუსეთმა სამი დრონი გაუშვა.

გენერალურმა შტაბმა ფეისბუქის პოსტში თავდასხმის შესახებ დამატებითი დეტალები არ გაავრცელა.

გასული ღამე უკრაინისთვის შედარებით მშვიდი აღმოჩნდა ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების სერიის შემდეგ, რომელიც რუსეთმა ერთი კვირის წინ გააძლიერა.

უკრაინული მხარის ცნობით, მართვადი ბომბით თავდასხმა იყო ხარკოვზე, რის შედეგადაც დაზიანდა სასწავლო დაწესებულება, საერთო საცხოვრებელი და საცხოვრებელი კორპუსი, დაიწვა ავტობუსები, სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ოკუპანტებმა არტილერია და ნაღმტყორცნები გამოიყენეს ხარკოვის ოლქში 15-მდე დასახლებული პუნქტის დასარტყმელად.

banner
წინა სტატიაშირუსეთი მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში ამერიკელ დიპლომატებს წამლავდა
შემდეგი სტატიაEuromoney-მ საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება საქართველოში საუკეთესოდ დაასახელა