რუსეთი მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში ამერიკელ დიპლომატებს წამლავდა

სამი გავლენიანი გამოცემა, მათ შორის, “შპიგელი”, “ინსაიდერი” და “სამოცი წუთი” ჟურნალისტურ გამოძიებას აქვეყნებენ. ჟურნალისტები პენტაგონის მაღალჩინოსანზე წერენ, რომ რუსეთი მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში ამერიკელ დიპლომატებს წამლავდა.

შემთხვევა, 2021 წლის ოქტომბრით თარიღდება. გამოცემა წერს, რომ სამიზნე საქართველოში ამერიკის საელჩოს თანამშრომლის მეუღლე გახდა, რომელიც მძიმედ მოწამლეს. ქალი ინტერვიუში ყვება, რომ დიღომში, მილიონერების უბანში, სადაც დიპლომატები ცხოვრობენ, ზებრეგრის იარაღით გამოწვეული ხმები ესმოდა. საქმე ეხება ამერიკის იუსტიციის დეპარატმენტის ატაშის ოჯახს, რომლებიც საქართველოში 2020 წლის თებერვალში იმყოფებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიმუნიციპალურ არჩევნებში ერდოღანის კანდიდატების დამარცხება მკაფიო გზავნილია თურქეთის პრეზიდენტისთვის, რომ ისრაელზე თავდასხმა აღარ მუშაობს – ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი
შემდეგი სტატიაუკრაინელმა სამხედროებმა ორი “შაჰიდის” ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს