უკრაინელმა ჯარისკაცებმა წარმატებას მიაღწიეს ბახმუტის ფლანგებზე – სირსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალის, ალექსანდრე სირსკის ნობით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა წარმატებას მიაღწიეს ბახმუტის ფლანგებზე და აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვის ოპერაცია ბახმუტის მიმართულებით წარმატებით გრძელდება.

“თავდაცვის ძალები აგრძელებენ თავდაცვით ოპერაციას და წარმატებებს აღწევენ ბახმუტის ფლანგებზე“, – აღნიშნა მეთაურმა.

სირსკიმ ტელეგრამ არხზე გამოაქვეყნა დატყვევებული „ვაგნერელის“ ვიდეო, სადაც ის ამბობს, რომ ომში უკრაინელების მოსაკლავად ფულის სანაცვლოდ წავიდა, მაგრამ წინა ხაზზე “ხორცსაკეპ მანქანაში” მოხვდა.

banner
წინა სტატიაშიგოცირიძე – ღარიბაშვილი საზღვარგარეთ რუსეთის ემისარი და ელჩი გახდა
შემდეგი სტატიაყირიმის ხიდზე დაკვამლიანებაა, რუსული მხარე ირწმუნება, რომ მიზეზი წვრთნებია