უკრაინელი ჟურნალისტი ვალერი მელაძეს: “როგორ ისვენებ კურშეველში, როცა რუსეთი უკრაინის ქალაქებს ბომბავს?!”

 უკრაინელი ჟურნალისტი მიხეილ ტკაჩი ვალერი მელაძეს ელიტურ კურორტ კურშეველში(საფრანგეთში)  შეხვდა.
“როგორ ისვენებ კურშეველში, როცა რუსეთი უკრაინის ქალაქებს ბომბავს?”,- ჰკითხა ტკაჩმა ვითომ ომის მოწინააღმდეგე მელაძეს და სთხოვა, კომენტარი გაეკეთებინა რუსეთისა და უკრაინის ომზე. ამის შემდეგ მომღერალმა, რომელიც ორ სკამზე დაჯდომას ცდილობდა, ჟურნალისტს სთხოვა, შეეწყვიტა გადაღება და თქვა, რომ ამაზე ისაუბრებდა, მაგრამ კამერების გარეშე. შემდეგ მელაძის კომპანიონმა ჟურნალისტისთვის კამერის წართმევა დაიწყო და ვიდეო წაიშალა.
banner
წინა სტატიაშიბარში აფეთქების შედეგად გარდაცვლილი ტატარსკი პუტინმა სიმამაცის ორდენით დააჯილდოვა
შემდეგი სტატიაუკრაინელებმა ბრიანსკის ოლქს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს