უკრაინელებმა კოლონა გაანადგურეს, რომლითაც რუსული საპოლიციო ძალები გადაადგილდებოდნენ

უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვთან რუსული კოლონა გაანადგურეს, რომლითაც ოკუპანტი ქვეყნის საპოლიციო ძალების წარმომადგენლები გადაადგილდებოდნენ. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას უკრაინელი ჟურნალისტები ავრცელებენ.

მედიის წარმომადგენლის თქმით, ნაპოვნია ფარები, სამუხლეები და ტყვიები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ კოლონაში მყოფი ოკუპანტები ხარკოვში აქციების დასაშლელად და ქალაქზე სრული კონტროლის დასამყარებლად მიემართებოდნენ.

“ხარკოვის მისადგომებთან, ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში რუსული კოლონა გაანადგურეს. საინტერესოა ერთი ფაქტი – ეს სამხედრო კოლონა არ არის. შეიძლება ითქვას, რომ ეს პოლიციელების კოლონაა. ამის დასადასტურებლად ძალიან ბევრი მტკიცებულებები ვიპოვეთ, მათ შორის ფარები, სამუხლეები და ტყვიები. გამოდის, რომ ამ კოლონაში მყოფების მიზანი ხარკოვში აქციების დაშლა იყო. მათ სურდათ, ხარკოვი აეღოთ. უკრაინელმა სამხედროებმა ჩასაფრება მოუწყვეს და კოლონა გაანადგურეს. როგორც ვიცი, პოლკის ვერცერთი წევრი ვერ გადარჩა. საბუთებიც ვიპოვეთ, სადაც წერია, რომ ესენი [რუსეთის] შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვემდებარებოდნენ. აქ არის 12-კალიბრიანი ტყვიები, რომლის გამოყენებასაც ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ აპირებდნენ”, – ამბობს ჟურნალისტი.

banner
წინა სტატიაშიკობახიძემ გამოიყვანა, რომ ივანიშვილი არის ბოლო დონის ჩათლახი – უგულავა
შემდეგი სტატიანოვგოროდ-სევერსკში ავიაიერიშის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა