უკრაინელ სახელმწიფო მოხელეს სახლში ოქროს ხელსაბანი უპოვეს

სამართალდამცველებმა ოქროს ხელსაბანი აღმოაჩინეს ერთ-ერთი უკრაინული სახელმწიფო საწარმოს დირექტორის, ალექსანდრე ზელდინის სახლის ჩხრეკისას – დღეს, 8 მარტს “ფეისბუქის” საკუთარ გვედრზე ქვეყნის პროკურორი იური ლუცენკო წერს. დნეპროპეტროვსკის პროკურატურის საიტზე ნათქვამია, რომ ხელსაბანის გარდა, ზელდინის სახლიდან ოქროს საათი ამოიღეს, რომელზეც ორთავიანი არწვი იყო გამოსახული და ამოტვიფრული იყო წარწერა “რუსეთის პრეზიდენტისგან”.
უწყებაში განმარტეს, რომ საგამოძიებო ზომები სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც სხვისი ქონების მითვისების ბრალდებით აღიძრა.
გამოძიების ვერსიით, ზელდინმა 2014 წელს სამი მილიონი გრივენი მიითვისა.

banner
წინა სტატიაშიWikiLeaks-მა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს “სმაილები” გამოაქვეყნა
შემდეგი სტატიანატო-ს საპარლამეტო ასამბლეის 2017 წლის საგაზაფხულო სესიას თბილისი უმასპინძლებს