უკრაინაში სულ მცირე 10 რუსი გენერალია ლიკვიდირებული – CIA-ს ყოფილი დირექტორი

„უკრაინაში უკვე დაიღუპა სულ მცირე 10 რუსი გენერალი. ლიკვიდირებული ბატალიონისა და ბრიგადის მეთაურების რაოდენობა კი მათ რაოდენობას ბევრჯერ აღემატება და შესაბამისად, უკრაინელებმა ძლიერი დარტყმა მიაყენეს რუსული ძალების მართვის სისტემას“, – ამის შესახებ CIA-ს ყოფილმა დირექტორმა, აშშ-ს ცენტრალური სარდლობის ყოფილმა სარდალმა, გენერალმა დევიდ პეტრეუსმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ციფრი განსაცვიფრებელია, რადგან აშშ-ის არმიამ ერაყსა და ავღანეთში ათწლეულების განმავლობაში მხოლოდ 1 გენერალი დაკარგა.

„ათი ან თერთმეტი რუსი გენერალი მოკლეს ამ დრომდე. ეს არის განსაცვიფრებელი მაჩვენებელი, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მთელმა აშშ-ის არმიამ ერთი გენერალი დაკარგა ერაყსა და ავღანეთში ათწლეულების განმავლობაში. ასე რომ, ეს არის ძლიერი დარტყმა რუსეთის სამხედრო კონტროლის სისტემაზე და თქვენ წარმოიდგინოთ, რომ ლიკვიდირებული ბატალიონისა და ბრიგადის მეთაურების რაოდენობა მრავალჯერ აღემატება დაღუპული გენერლების რაოდენობას“, – თქვა პეტრეუსმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს განვიხილავთ, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, რომელმაც გაიარა და გადის რთულ გზას, ხვდება ზეწოლის ქვეშ – ზახაროვა
შემდეგი სტატიაგიორგი ხოჯევანიშვილი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა