უკრაინაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა დნეპრის ქართულ საკვირაო სკოლას სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 15, 2019 14:27

უკრაინაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა დნეპრის ქართულ საკვირაო სკოლას სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

უკრაინაში, ქალაქ დნეპრის ქართულ საკვირაო სკოლაში „ქართული სული“ ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

სასწავლო წლის დაწყება სკოლის აღსაზრდელებს და პედაგოგებს უკრაინაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა სანდრო თოფურიამ მიულოცა და სკოლას მულტიმედიური ტექნიკა გადასცა.

ახალგაზრდა ელჩთან ერთად სკოლის აღსაზრდელებს და დამსწრე საზოგადოებას კინოპროდიუსერი და ტელეწამყვანი ირაკლი მაქაცარიაც შეხვდა, რომელიც უკრაინაში საქმიანობს.

“ახალგაზრდა ელჩს სანდრო თოფურიას მინდა მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ იყო მშვენიერი შესაძლებლობა ჩვენ ქართულ დიასპორასთან შეხვედრა გაგვემართა, გადაგვეცა სიმბოლური საჩუქრები და დავმტკბარიყავით იმ მშვენიერი სანახაობით, რაც ბავშვებმა გვაჩუქეს”, – განაცხადა მაქაცარიამ.

“ვეწვიეთ ქართულ საკვირაო სკოლას “ქართულ სულს”, გადავეცით მულტიმედიური ტექნიკა საჩუქრად, ასევე საჭირო ინვენტარი და ახალი სასწავლო წლის დაწყება მივულოცეთ”, – აღნიშნა ახალგაზრდა ელჩმა.

უკრაინის საკვირაო სკოლებში სასწავლო წელი საქართველოს მსგავსად სექტემბრის შუა რიცხვებში იწყება.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 15, 2019 14:27

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,276
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics