უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან 1 892 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 2 558 დაშავდა – გაერო

უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან 1 892 მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული, 2 558 კი დაშავდა. ინფორმაციას გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ავრცელებს.

დაღუპულთა შორის 478 კაცი, 308 ქალი, 30 გოგონა და 52 ბიჭი, ასევე, 71 ბავშვი და 953 ზრდასრულია, რომელთა სქესი ჯერჯერობით უცნობია.

დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში დაღუპულია 675 ადამიანი, 1 282 დაშავდა;
ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე დაღუპულია 600 ადამიანი, 999 დაშავდა;
თვითგამოცხადებული “რესპუბლიკების” მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაიღუპა 75 ადამიანი, 283 დაშავდა;
უკრაინის სხვა ოლქებში, მათ შორის ჩერკასში, ჩერნიგოვში, ხარკოვში, ხერსონში, კიევში, მიკოლაევში, ოდესაში, სუმში, ზაპოროჟეში, დნეპროტეროვსკსა, ჟიტომირსა და დედაქალაქში დაიღუპა 1 217 ადამიანი, დაშავდა 1 276.
გაეროს ცნობით, დაღუპულთა და დაშავებულთა უმეტესობას ჭრილობები მიყენებული აქვთ სხვადასხვა საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენებით, მათ შორის მძიმე არტილერიით დაბომბვისა და სარაკეტო დარტყმების შედეგად.

banner
წინა სტატიაშილიეტუვას პრეზიდენტი კიევში მიემგზავრება
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა ქონებრივი დაზიანების, ყალბი დოკუმენტის დამზადებისა და საბაჟო წესის დარღვევის ბრალდებით ორი პირი დააკავა