უკრაინაში მებრძოლ ქართველ სნაიპერზე რუსეთმა ფედერალური ძებნა გამოაცხადა და დაუსწრებლად “დააკავა”

რუსული პროპაგანდისტული მედიის ინფორმაციით, უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისეზე, სნაიპერ გიორგი გელაშვილზე რუსეთმა ფედერალური ძებნა გამოაცხადა და დაუსწრებლად, “ექსტრემიზმისთვის” პატიმრობა მიუსაჯა.

“რუსმა გამომძიებლებმა გამოსცეს დადგენილება 2002 წელს დაბადებული გეორგი ბესიკის ძე გელაშვილის შესახებ, რომელიც წინასწარი გამოძიების ორგანოებს ემალება. მას სიძულვილის დანაშაულებსა და დაქირავებულ მებრძოლობაში ედება ბრალი.გამოძიებამ სასამართლოს დაუსწრებლად პატიმრობის მოთხოვნით მიმართა” – წერს რუსული მედია.

მოსკოვის ბასმანის სასამართლომ TASS-ს დაუდასტურა, რომ გელაშვილს პატიმრობა მიესაჯა. როგორც რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ირკვევა, გელაშვილის დაუსწრებლად დაკავების ვადის ათვლა დაიწყება რუსეთის ტერიტორიაზე მისი ექსტრადირების, ან რუსეთის ფედერაციაში დაკავების მომენტიდან. სასამართლოს გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და ძალაში შევიდა, დასძინა სასამართლომ.

იქამდე, ბასმანის სასამართლომ იგივე “ბრალდებით”, დაუსწრებლად “დააკავა” უკრაინაში მებრძოლი ქართული ეროვნული ლეგიონის ხელმძღვანელი უშანგი მამულაშვილი და მისი მოადგილე ლევან ფიფია.

banner
წინა სტატიაშიაქციაზე დაკავებულები სხვადასხვა იზოლატორებში არიან, მათ შორის, რეგიონშიც – ადვოკატი
შემდეგი სტატიარატომ ემუქრებით ახალგაზრდებს? რატომ ესაუბრებით მათ ბრუტალურად? – ხაბეიშვილი