უკრაინა ინარჩუნებს კონტროლს თავისი საჰაერო სივრცის უმეტეს ნაწილზე – ბრიტანეთის დაზვერვა

რუსეთის შეჭრიდან ორი თვის შემდეგ, უკრაინამ შეინარჩუნა კონტროლი მისი საჰაერო სივრცის უმეტესობაზე – ამის შესახებ განცხადება ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

“უკრაინა ინარჩუნებს კონტროლს თავისი საჰაერო სივრცის უმეტეს ნაწილზე. რუსეთმა ვერ შეძლო ეფექტურად გაანადგურებინა უკრაინის საჰაერო ძალები ან ჩაეხშო უკრაინის საჰაერო თავდაცვა. უკრაინა აგრძელებს რუსეთის საჰაერო თავდასხმების მოგერიებას რისკის ქვეშ”, – ნათქვამია ანგარიშში.

შეფასების თანახმად, რუსეთის საჰაერო აქტივობა ახლა “უპირველეს ყოვლისა სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინაზეა ფოკუსირებული”, რათა მხარი დაუჭიროს იქ მის სახმელეთო ძალებს.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის თავდასხმები უკრაინის ინფრასტრუქტურასა და სამხედრო აქტივებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება.

banner
წინა სტატიაშიქადაგიშვილი – არესტოვოჩის ყველა განცხადება პოლიტიკური ავანტიურისტის განცხადებაა
შემდეგი სტატია„წიქარა – მუზეუმი მუზეუმში“ ახალი თაობისთვის