ქადაგიშვილი – არესტოვოჩის ყველა განცხადება პოლიტიკური ავანტიურისტის განცხადებაა

არესტოვოჩის ყველა განცხადება პოლიტიკური ავანტიურისტის განცხადებაა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, ალექსანდ არესტოვიჩის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, საქართველო „არესტოვიჩის პროვოკაციული განცხადებების მიხედვით ქმედებას არ აპირებს“, ტერიტორიულ მთლიანობას კი მხოლოდ მშვიდობიანი გზით აღადგენს და ეს არის საქართველოს საერთაშორისო ვალდებულება.

„მისი განცხადებები მიზნად ისახავს ერთადერთ რამეს, რომ რაც შეიძლება მეტი ქვეყანა რუსეთის აგრესიის დარტყმის ქვეშ მოხვდეს. მისი განცხადებები, რომ შანსი გვაქვს საომარი მოქმედებები გავშალოთ და დავუბრუნოთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, ნიშნავს, რომ ჩვენს თავზე გამოვიწვიოთ რუსეთის აგრესია. აქედან გამომდინარე, ეს არის პროვოკაციული განცხადებები,“ – განაცხადა ქადაგიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმარიუპოლის მერის მრჩეველი – „აზოვსტალის” ქარხანაზე საჰაერო თავდასხმები არ წყდება, ქარხნის ტერიტორიის ნაწილზე კი ქუჩის ბრძოლა გრძელდება
შემდეგი სტატიაუკრაინა ინარჩუნებს კონტროლს თავისი საჰაერო სივრცის უმეტეს ნაწილზე – ბრიტანეთის დაზვერვა