უკრაინა დიდი ხანია ევროკავშირშია და ევროპის ნაწილია – ივნისში კანდიდატის სტატუსს ველოდებით – ზელენსკი

კიევში, პოლონეთის პრეზიდენტთან ანდჟეი დუდასთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რომ უკრაინა დიდი ხანია ევროპის ნაწილია და მოუთმენლად ელის ივნისში, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას. ამის შესახებ ინფორმაციას Ukrinform-ი ავრცელებს.

“ევროპაში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ჩვენი ახლო მეგობრების (პოლონელების) გარდა არავის ესმის, რომ უკრაინა დიდი ხანია ევროკავშირშია და დიდი ხანია ევროპის ნაწილია და მართლაც, ღირებულებების შესახებ ხმამაღლა საუბრის გარეშე, ანალოგიურად ვფიქრობთ ჩვენც და გვჯერა. ჩვენ ვიცავთ ჩვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის ოფიციალური წევრობის მოსაპოვებლად, საჭიროა ბიუროკრატიული და ტექნიკური საკითხები და მათ დასაძლევად, უკრაინელებს ძლიერი ელჩები სჭირდებათ. ზელენსკი პოლონეთს ერთ-ერთ ასეთ ელჩს უწოდებს.

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს (უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება) აუცილებლად მოხდება. ჩვენ ივნისში, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ველოდებით”, – დასძინა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიქმრის მიერ მოკლული სოფო კვარაცხელიას დედა ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში იმყოფება
შემდეგი სტატიაანჯეი დუდა აცხადებს, რომ გაყინული რუსული სახსრები უკრაინის ომის შემდგომ აღდგენას უნდა მოხმარდეს