უკრაინა აფხაზურ და ოსურ ნომრიან ავტომობილებს დააკავებს…

,,ფეისბუქში,, უკრაინის შსს ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის სამართალდამცავი ორგანოები თავიანთ ტერიტორიაზე გადაადგილებულ აფხაზურ და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ნომრიან ავტომობილებს დააკავებენ…

გავრცელებული ინფორმაციით აფხაზეთის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის და სხვა არ აღიარებული სეპარატისტული რეგიონების სანომრე ნიშნიანი ავტომობილები უკრაინის ტერიტორიაზე დაკავებულები იქნებიან და მათ მიმართ იგივე ღონისძიებები გატარდება, რაც უნომრო ავტომობილების მიმართ… უკრაინული კანონმდებლობით კი, ეს სერიოზული ჯარიმის გადახდას და ავტომობილის დასაბრუნებლად რთულ სამართლებრივ პროცედურებს ითვალისწინებს.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაში,,ახალაიების შურისძიება ,,ოცნების,, სახელით,, – კახა მიქაია საკრებულოდან გარიცხეს… (VIDEO)
შემდეგი სტატიასააკაშვილის ბრძოლას ,,თხილის მაფიასთან,, უკრაინულ შოუში დასცინეს… (VIDEO)