“უკიდურესად მძიმე და უპრეცედენტო განცხადებები” – ვაშაძე ევროპარლამენტარების განცხადებებზე

უკიდურესად მძიმე და უპრეცედენტო განცხადებები – ასე აფასებს გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე ევროპარლამენტარების კრიტიკულ განცხადებებს. ვაშაძე ამბობს, რომ მას მსგავსი კრიტიკა არ ახსოვს არც უკრაინას არც მოლდოვას მიმართა და არცერთი იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება აქვს.

„ასეთი განცხადებები ევროპარლამენტარებს საქართველოსთან მიმართებაში არასდროს გაუკეთებიათ. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო “ქართულ ოცნებას” – დაანებეთ თავი ამ სისულელეებს. რუმინელი კომუნისტის განცხადება მოგწონდათ და ევროპელი ლიდერების განცხადებები არ მოგწონთ? არ გრცხვენიათ? შეადარეთ ერთმანეთს. პრორუსი ლატვიელის განცხადება, რომელიც ყირიმის ანექსიას აღიარებს, კარგი იყო და ევროპელი პარლამენტარების განცხადებები, რომლებსაც მთელი ევროპა უსმენს, ჩვენს მიერ არის დაგეგმილი?” – განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, თუ ვინმეს ეგონა, რომ ეს ტყუილით მასობრივი მოსყიდვის აქტი დარჩებოდა რეაგირების გარეშე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, ძალიან ცდებოდა.

“ასეთი პრეცედენტი მსოფლიოში არ ყოფილა. შოკში ჩავარდნენ ევროპარლამენტარები. ისინიც პოლიტიკაში არიან, ისინიც მონაწილეობენ არჩევნებში და კარგად იციან, რა არის საარჩევნო სტანდარტი. ასეთი არაფერი გაუგიათ”, – აღნიშნა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაში“სალომე ზურაბიშვილის ვაჟის საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა, სავარაუდოდ, კანონმდებლობის დარღვევაა” -საია
შემდეგი სტატიაგელაშვილის ცემის საქმე – სააპელაციომ სააკაშვილის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა