“სალომე ზურაბიშვილის ვაჟის საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა, სავარაუდოდ, კანონმდებლობის დარღვევაა” -საია

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტის ლელა ტალიურის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის ვაჟის საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა, სავარაუდოდ, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს.

როგორც ტალიურმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აღნიშნა, პირებს, ვისაც საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს, არ აქვთ უფლება გაწიონ წინასაარჩევნო აგიტაცია ან მონაწილეობა მიიღონ წინასაარჩევნო აგიტაციაში.

„მოქმედი კანომდებლობით, კერძოდ, საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლით განსაზღვრულია იმ პირთა წრე, ვისაც წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს. ერთ-ერთი ასეთი დათქმა ეხება სწორედ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ანუ იმ პირებს, ვისაც საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს. მათ არ აქვთ უფლება გაწიონ წინასაარჩევნო აგიტაცია ან მონაწილეობა მიიღონ წინასაარჩევნო აგიტაციაში. თუ აგიტაციის გამწევი პირი არ არის საქართველოს მოქალაქე, ეს კანონის მოთხოვნებს არ შეესაბამება და საარჩევნო კოდექსის სავარაუდო დარღვევას წარმოადგენს. კანონი კრძალავს საარჩევნო პროცესში იმ პირთა ჩართულობას, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა არ აქვთ. თუ ეს ადამიანი არ არის საქართველოს მოქალაქე და ჩართულია კამპანიაში, მისი მხრიდან, სავარაუდოდ, ადგილი შეიძლება ჰქონდეს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევას“, – განაცხადა ტალიურმა და დასძინა, რომ საარჩევნო სუბიექტების ოჯახის იმ წევრებისადმი, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, კანონი რაიმე გამონაკლისს არ ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ვაჟმა თეიმურაზ გორჯესტანმა ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ გრიგოლ ვაშაძის ვაჟი ნოდარ ვაშაძე პოლიტიკურ დებატებში მიიწვია.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოში ფოტოგრაფების პროცესზე დასასწრებად მივიდა
შემდეგი სტატია“უკიდურესად მძიმე და უპრეცედენტო განცხადებები” – ვაშაძე ევროპარლამენტარების განცხადებებზე