უკანასკნელი 8 თვის მანძილზე ფიდელ კასტრო პირველად გამოჩნდა პუბლიკის წინაშე

3კუბას რევოლუციის ლიდერი, ფიდელ კასტრო გუშინ, უკანასკნელი 8 თვის მანძილზე, პირველად გამოჩნდა საზოგადოებაში – ამის შესახებ Reuters-ი წერს. მან ჰავანაში საგანმანათლებლო კომპლექსი მოინახულა და მასწავლებლებს განათლების, ჯანდაცვის და ვაჭრობის საკითხებზე ესაუბრა.
კომპლექსს რევოლუციის გმირის, ვილმა ესპინის სახელი ეწოდა, რომელიც ფიდელ კასტროს უმცროსი ძმის მეუღლე იყო. ის 2007 წელს 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ფიდელ კასტრო იშვიათად ჩნდება პუბლიკაში. უკანასკნელად ეს 2015 წლის აგვისტოში მოხდა.

banner
წინა სტატიაშივითარება რუსეთში: ნაციონალური გვარდია ელიტის სამსახურში
შემდეგი სტატიაალეპოში ქიმიური შეტევისას ქლორი იყო გამოყენებული