უგულავა პრეზიდენტის განცხადებაზე: სრულიად ძარღვისგან, ნამუსისგან დაცლილი ყველაზე უფრო მდაბიო განცხადებაა

სრულიად ძარღვისგან, ნამუსისგან დაცლილი ყველაზე უფრო მდაბიო განცხადებაა. ფურთხის ღირსია ადამიანი, რომელიც ასეთ განცხადებას აკეთებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა გიგი უგულავამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა. მისივე თქმით, ამ განცხადებით პრეზიდენტმა ხალხს და საკუთარ თავს შეურაცხყოფა მიაყენა.

„შეძრწუნებული ვარ. ყველაფერი შეიძლება წარმომედგინა. უარიც შეიძლება წარმომედგინა, მაგრამ ასეთი მდაბიო ვაჭრობა არის ხალხის, საკუთარი თავის და ყველას შეურაცხყოფა“, – განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მზადა, „მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა შეიწყალოს, თუმცა ამისთვის გარკვეულ პირობებს აყენებს.

“ჩემი გადაწყვეტილება განხორციელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც პარტიები ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში და მეორე მხრივ, ევროკავშირისა და აშშ-ს წარმომადგენლები გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა. ამ განცხადებიდანვე 1 კვირის ვადაში ხელს მოვაწერ შეწყალების აქტს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიზურა ჯაფარიძე შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ ახალ წინადადებას ხელს მოაწერს
შემდეგი სტატიამოძრაობა “შეცვალე” შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს