მოძრაობა “შეცვალე” შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მოძრაობა “შეცვალე” შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სამოქალაქო აქტივისტები თვლიან, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზზა სამართლიანი ვადამელი არჩევნები ან ისეთი შეთანხმებაა, სადაც “მკაფიოდ იქნება გაწერილი ასეთი არჩევნების თარიღი ან მასთან მისასვლელი რეალური გზა”.

ასევე, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია მედიატორის მიერ შემოთვაზებული დოკუმენტის ჩანაწერი, რომლის თანახმადაც 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით უნდა გამოიცეს ფართო ამნისტია, რომელიც შეეხება ”გავრილოვის ღამის” სისხლიან მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას. მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჩვენთვის თვალებში დამიზნებით მსროლელი და ამის ბრძანების გამცემებს შორის ტოლობის დასმა ნიშნავს-ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეების ჯერ დამნაშვეებად შერაცხვას და შემდეგ შეწყალებას. საყურადღებოა ისიც, რომ 20 ივნისის ღამიდან აქტივისტები მუდმივი დევნისა და რეპრესიების ობიექტი ვართ ”ქართული ოცნების” მხრიდან. ჩვენ უკანონოდ გვაკავებენ, გვაჯარიმებენ, გვიყადაღებენ საბანკო ანგარიშებს, ჩვენზე აღძრეს სისხლის სამართლის საქმეები და ამის მოლოდინშია კიდევ უამრავი აქტივსტი – ეს ყველაფერი კი მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლებას სურს მსგავსი მექნაიზმებით ჩაახშოს პროტესტი. ამ ვითარებაში, ბატონი მიშელის მიერ შემოთვაზებული დოკუმენტის თანახმად, მართლმსაჯულების რეფორმა არ ეხება სასამართლოში არსებულ კლანს, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნის ერთ-ერთ საკვანძო ინსტრუმენტს წარმოადგენს, – ნათქვამია “შეცვალეს” განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიუგულავა პრეზიდენტის განცხადებაზე: სრულიად ძარღვისგან, ნამუსისგან დაცლილი ყველაზე უფრო მდაბიო განცხადებაა
შემდეგი სტატია2020 წელს სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 66 საქმეზე, ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 72 პირი