უგულავა: ოპოზიციის კონსტრუქციულობაზე საუბრის დაწყება ავტორიტარიზმისკენ გადადგმული ნაბიჯია

ოპოზიცია როგორი იქნება, ხელისუფლების გადასაწყვეტი არ არის, ოპოზიციის კონსტრუქციულობაზე საუბრის დაწყება ავტორიტარიზმისკენ გადადგმული ნაბიჯია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

ჟურნალისტებთან საუბრისას ის ასევე გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას.

გარდა ამისა, უგულავამ ისაუბრა დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვაზეც. მისი შეფასებით, ივანიშვილი მიდის ისე, რომ სინდისის პატიმრებს ტოვებს.

„არასერიოზული და უსინდისო ადამიანის ინტერვიუ მოვისმინეთ. უსინდისოა, როდესაც საუბრობს, რომ დავით ხიდაშელი თურმე ეროვნული გმირია, ეგ „კაგებეშნიკი“. მიდის თუ არ მიდის, იმალება ისე, რომ სინდისის პატიმრებს ტოვებს – ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას. ამიტომ ამ ადამიანის რაიმე მორალზე ლაპარაკი უბრალოდ სირცხვილია. ის გულისამრევად იქცევა. წასვლის წინ მაინც მიმხვდარიყო, რომ ეს ადამიანები მისი პირადი პატიმრები არიან, პირადად მან დაიჭირა და გუშინ ეს აღიარებითი ჩვენება მოვისმინეთ. სამარცხვინო, პატარა ადამიანის ინტერვიუ იყო. იქამდე იქნება სამარცხვინო და პატარა ადამიანი, ვიდრე ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას არათუ გაათავისუფლებენ, არამედ საჯაროდ ბოდიშს არ მოუხდიან. სხვა შემთხვევაში, ივანიშვილი რამდენი წელიც იცხოვრებს, ფეხქვეშ მიწა დაეწვება. მე არ ვლაპარაკობ პოლიტიკოსების დაჭერაზე, შურისძიებაზე, ყოფილი პრეზიდენტის გაძევებაზე, რამაც ეს ქვეყანა აქამდე მოიყვანა, მე ვლაპარაკობ ორ უდანაშაულო ადამიანზე. იმისთვის ეს ნაგვები პარლამენტში დაესვა, ეს ორი ადამიანი დღემდე ციხეშია. ეს კი კაცი სითბოში ზის და მორალს გვიკითხავს“, – განაცხადა უგულავამ.

banner
წინა სტატიაშიუგულავა – აბსოლუტურად უგუნური და გაუგებარია ის, რომ წინა, საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაცია მიაბან მომავალ ადგილობრივ არჩევნებს
შემდეგი სტატიაუცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 იანვრისთვის