უგულავა: მომდევნო ათი წლის განმავლობაში სწორი გამოსავალი არის ჰესები

“მომდევნო ათი წლის განმავლობაში სწორი გამოსავალი არის ჰესები, ალტერნატიულ რესურსებს ვერ მოვიძიებთ”, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.

“ივანიშვილის მთავარი ინსტიქტი ის არის, რომ ვერ იტანს ვერანაირ თავისუფლებას. ვერ იტანს ეკონომიკურ თავისუფლებას, ვერ იტანს პოლიტიკურ თავისუფლებას. ამიტომ, ყველაფერი სიმულაციად გადაიქცა და საბოლოო ჯამში პანდემიასთან ერთად ეს ტრენდი ლარის გაუფასურების მიდიოდა.

აგერ გაზი გაძვირდა, სამწუხაროდ დენი, გაზი, წყალი ერთი პაკეტია და საბოლოო ჯამში პროდუქტის გაძვირებამდე მივდივართ. საბოლოოდ კი მტკივნეულ საკითხებთან მივდივართ. სანამ ჩვენ არ გვექნება ჭარბიც და შედარებით იაფი ელექტროენერგია… რა თქმა უნდა იმის გათვალისწინებით, რომ კატასტროფები და ნგრევები არ უნდა გამოიწვიოს. ალტერნატიული ენერგორესურსების შექმნა ძალიან ძვირია, საქართველო ვერ იქნება პიონერი ქვეყანა. ჩვენ ღარიბი ქვეყანა ვართ, ჩვენ ეკონომიკის ქვეყანას არ აქვს შესაძლებლობა, რომ ალტერნატიული ელექტროენერგიის საშუალებები მოიძიოს. მომდევნო ათი წლის განმავლობაში სწორი გამოსავალი არის ჰესები, იქნება საშუალო ზომის, დიდი თუ მცირე ზომის. ეს მსჯელობის საგანი უნდა იყოს”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე: სინოფარმა მოიცავს და ფარავს იმ შტამებს, რომლებიც ცირკულირებენ მსოფლიოში
შემდეგი სტატიასოფელ გუმათთან ვითარება დაიძაბა