,,უგულავა იყო ბიძინა ივანიშვილის პატიმარი და ის ერთადერთი არ არის”- ზურაბ ჭიაბერაშვილი

,,ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გიგი უგულავას გათავისუფლაბს ულოცავენ და იმედს გამოთქვამენ, რომ გიგი უგულავას გარდა სხვა, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ყოფილი მაღალჩინოსნებიც გათავისფლდებიან.

,,გიგი უგულავა იყო ბიძინა ივანიშვილის პატიმარი, მაგრამ ის არ არის ბიძინა ივანიშვილის ერთადერთი პატიმარი. იმედი მაქვს, რომ იწყება ის პროცესი, რომლითაც სხვა პოლიტიკური პატიმრებიც გათავისუფლებიან“- განაცხადა ზურაბ ჭაბერაშვილმა.

უგულავას საპატიმროდან გათავისუფლებას სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ელოდებიან “ენმ”-ს სხვა ლიდერებიც. სერგო რატიანი ამბობს, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო მხარდაჭერამ განაპირობა.

banner
წინა სტატიაშიე.წ. მატროსოვის ციხესთან უგულავას მხარდამჭერები იკრიბებიან
შემდეგი სტატიათბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ საპატიმრო დატოვა