უგულავა ამომრჩეველს – 30 ოქტომბერს თქვენ ხელში გადმოდის გადაწყვეტილების მიღების სადავეები

“ჩემო ფოთელებო, ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ამ თვეების განმავლობაში ფოთის პრობლემებზე, მის პერსპექტივებზე. ახლა მოქმედების დროა. 30 ოქტომბერს თქვენ ხელში გადმოდის გადაწყვეტილების მიღების სადავეები.
ახლა თქვენ უნდა გადაწყვიტოთ კვლავ მივცემთ საშუალებას ოლიგარქებს ხახუბიებს, ლატარიებს ძიძგნონ, დაინაწილონ ქალაქი და სამადლოდ თევზის სუნი გვაკმარონ, შევეგუებით ამ უთავბოლოდ გადათხრილ ქუჩებს, რომელსაც ბოლო არ უჩანს, შევეგუებით ქალაქს დატოვებულს სავადმყოფოს გარეშე, პერსპექტივისა და მომავლის გარეშე, თუ შემოვაბრუნებთ პორტს ქალაქისკენ, ხოლო ქალაქს ზღვისკენ, მივცემთ ფოთს ახალ სტრატეგიულ მნიშვნელობას, განვავითარებთ სანაპირო ზოლს მალთაყვიდან ანაკლიამდე, ტურიზმს, მრეწველობას და ვაქცევთ ფოთს ამ დიდი საშვილიშვილო პროექტის იდეის ცენტრად. ეს ყველაფერი დღეს თქვენს ხელშია

ამასთანავე, გრძელვადიანი დასაქმების პროექტების პარალელურად ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი ქალქის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები. ამისთვის ჩემი გამარჯვების შემთხვევაში ფოთის ბიუჯეტიდან ფოთელი პენსიონერები 50 ლარიან დანამატს მიიღებენ, ხოლო ფოთელი სკოლის მოწაფეები უფასო კვებით იქნებიან უზრუნველყოფილი

მეგობრებო, ფოთთან ერთად საქართველოს სხვა ქალაქებშიც უნდა გაიმარჯვოს ოპოზიციამ. ეს არჩევნები აღარაა უბრალოდ მერების არჩევნები. აქ აღარ წყდება ამბავი თუ ვინ რომელ კაბინეტს დაიკავებს. 30 ოქტომბერს ოპოზიციის მხარდაჭერით თქვენ გადაარჩენთ ადამიანის სიცოცხლეს. დიახ, სიცოცხლეს და არა მხოლოდ თავისუფლებას. ეს ადამიანი თქვენი პრეზიდენტია, სულერთია ის მოგწოთ თუ არა. აქ საუბარია უბრალოდ მთავარ სათნოებაზე, ადამიანის სიცოცხლეზე, რისთვისაც საერთოდ ვარსებობთ დედამიწაზე. მოდით არჩევნებზე, დაუჭირეთ მხარი ოპოზიციას და ამით გადაარჩინეთ ადამიანის სიცოცხლე!

დიდი მადლობა შევხვდებით გამარჯვებულ საქართველოში, გამარჯვებულ ფოთში.”- აცხადებს გიგი უგულავა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – მეორე ტურში მჯერა, ჩვენი ბრძენი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს
შემდეგი სტატიაპრემიერმა ევროპარლამენტარებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვებისთვის მადლობა გადაუხადა