უდუმაშვილი: პასუხის შემდეგ შეთავაზება საჯარო გახდება, საზოგადოებამ ის უნდა იცოდეს

ნაციონალური მოძრაობის წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, არსებობს სივრცე, იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი გამოიძებნოს.

როგორც უდუმაშვილმა გადაცემაში კომენტარი განაცხადა, ოპოზიციამ ფასილიტატორ ელჩებს გადასცა დოკუმენტი, რომელიც 7 პარტიის ერთობლივი საბუთია. მისივე თქმით, დოკუმენტის შინაარსზე საჯაროდ ჯერ ვერ საუბრობენ.

მან იმედი გამოთქვა, რომ მმართველი გუნდი გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით გონიერებას გამოიჩენს.

“სივრცე არის იმისთვის, რომ გამოსავალი პოლიტიკური კრიზისიდან გამოინახოს, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე. ნუ იფიქრებს ხელისუფლება, რომ ოპოზიციასთან დათმობაზე წავა ამით, ეს დათმობა სჭირდება ჩვენს სახელმწიფოს. იოტისოდენა იმედი მაინც გამაჩნია, რომ გონიერება გაიმარჯევბს, თუმცა არ ვარ დარწმუნებული ბოლომდე, ოცნებასთან ურთიერთობის პრაქტიკიდან გამომდინარე…

ვნახოთ, წინასწარ არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, ალბათ უახლოეს დღეებში გვეცოდინება პასუხი და ამის შემდეგ უკვე საჯაროდაც შეგვეძლება საუბარი იმ შეთავაზებაზე რომელიც გავაკეთეთ ელჩების მიმართ.
საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს ჩვენ რა წინადადებით მივედით და ეს აუცილებლად გახდება საჯარო. ოღონდ ჯერ არა რა თქმა უნდა. ამას გარკვეული დღეები დასჭირდება სავარაუდოდ”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი აცხადებს, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ დამოუკიდებლად, ცალკე გაწერილი სტრატეგიით მოქმედებს და ელჩებთან ინდივიდუალურ შეხვედრას ამჯობინებს
შემდეგი სტატიანაყოფია: ვაშაძე იზიარებს ყველა იმ პოზიციას, რა პოზიციასაც იზიარებს პარტია