უცხოეთში მყოფი თანამემამულეებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე მორიგი ონლაინ კონსულტაცია გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით ონლაინ კონსულტაციები გრძელდება.

ამ მიზნით, 2020 წლის 1 მაისს, თბილისის დროით 19:00 საათზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ “Facebook“ გვერდზე თბილისიდან განხორციელდა ექიმი პედიატრის, თემურ მიქელაძის პირდაპირი ჩართვა, რომელმაც ისაუბრა კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე და უპასუხა საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეების შეკითხვებს.

როგორც მოგეხსენებათ, თემურ მიქელაძე არის მედიცინის დოქტორი, პროფესორი MD, PhD. კავკასიის მედიცინის ცენტრისა და კლინიკა ,,კურაციოს” პედიატრიული სამსახურის უფროსი, ბავშვთა სამედიცინო ცენტრი ,,მზიური მედის” ექიმი პედიატრი. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს წევრი, მთავრობის ადმინისტრაციის სოლიდარობის ფონდის მუდმივმოქმედი კომისიის წევრი.

საკორიდნაციო საბჭოს მითითებით და საქარველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით დღემდე გაიმართა 8 ონლაინ კონსულტაცია კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, აშშ-ში (ქ. ვაშინგტონი და ქ. ნიუ-იორკი) და დიდ ბრიტანეთში. ონლაინ კონსულტაციები მომავალშიც გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დღეს ავიარეისი პრაღიდან განხორციელდება
შემდეგი სტატიაშიდა ქართლში „კოვიდ19“-ის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა