უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრი შექიმნა

რუსეთი ისევ არღვევს საქართველოს კონტროლირებად საჰაერო სივრცეს

საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტმა, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის, საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრი შექმნა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ელექტრონული სისტემა უცხოეთში საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ ამომრჩევლებს საშუალებას აძლევს მოიძიონ ინფორმაცია, თუ რომელ საარჩევნო უბანზე შეეძლებათ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში ხმის მიცემა.

პირადი ნომრის, დაბადების თარიღისა და სახელის მითითების შემდეგ, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი პირები ავტომატურ რეჟიმში მიიღებენ ინფორმაციას საარჩევნო უბნის მისამართისა და საკონტაქტო ტელეფონების შესახებ.

საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრის მისამართია: https://www.geoconsul.gov.ge/ka/check/electionsPlace

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: ოცნების მთავრობა ოცნების პროგრამის წინააღმდეგ
შემდეგი სტატიაინციდენტი სენკში – ია მეტრეველმა სანდრა რულოვსისა და კობა ნაყოფიას მოსახლეობასთან შეხვედრის ჩაშლა სცადა