უცხოელმა ნორვეგიის პარლამენტის წინ თავის დაწვა სცადა

უცხოელმა ნორვეგიის პარლამენტის წინ თავის დაწვა სცადა

4დღეს მამაკაცმა ნორვეგიის პარალმენტის წინ თვითდაწვა სცადა ოსლოს ცენტრში – The Local პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ მამაკაცი 40 წლის უცხოელი იყო.
მას ხელში ეჭირა სანთებელა და პლაკატი, სადაც ეწერა, რომ მან შიმშილობა გამოაცხადა. სამართალდამცვეელბმა დააზუსტეს, რომ მამაკაცმა სანთებელის დასამუხტი სითხე გადაისხა და თავის დაწვით იმუქრებოდა.
ადგილობრივი მედიის თქმით, სამართალდამცველებს შემთხვევაზე გამვლელმა გააგებინა, რომლის შემდეგაც ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანა გამოცხადდა. მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სხვა დეტალები მომხდართან დაკავშირებით, ჯერჯერობით არ ვრცელდება.

banner
წინა სტატიაშილუკაშენკომ ბელორუსებს მოუწოდა გაიხადონ და ისე იმუშაონ
შემდეგი სტატია23 ივნისს არნოლდ გეგეჭკორის წიგნის “ეს არის საქართველო” პრეზენტაცია გაიმართება