23 ივნისს არნოლდ გეგეჭკორის წიგნის “ეს არის საქართველო” პრეზენტაცია გაიმართება

23 ივნისს არნოლდ გეგეჭკორის წიგნის

13524047_10201882038570462_564053367_o23 ივნისს თსუ-ის სრული პროფესორის, ჟურნალისტისა და მოგზაურის არნოლდ გეგეჭკორის წიგნის “ეს არის საქართველო” პრეზენტაცია გაიმართება. წიგნს თან ერთვის ცნობილი ქართველი რეჟისორის რეზო ჩხეიძის წინასიტყვაობა, რომელიც წიგნის შექმნაში მონაწილეობდა. „ეს არის საქართველოს“ სარედაქციო კოლეგიის შემადგენლობაში არიან გიგა ბათიაშვილი, ბაკურ გულუა, გოგი დოლიძე, გურამ დოჩანაშვილი, ანზორ ერქომაიშვილი, გივი თოიძე, გენო კალანდია, დავით მაღრაძე, როინ მეტრეველი, რევაზ მიშველაძე, მურაზ მურვანიძე, დათო ტურაშვილი, გელა ჩარკვიანი, გია ჭუბაბრია.
წიგნში შესულია არნოლდ გეგეჭკორის მიერ გადაღებული ფოტოები საქართველოს ყველა კუთხიდან, პეიზაჟი და ამ კუთხეების შვილთა პორტრეტები. საქართველოზე დაწერილ მორიგ ნაშრომში მთავარი სწორედ მის მიერ ქვეყნის მთა-ბარის, ადგილობრივი ადამიანის, მისი ყოფის ამსახველი ფოტოსურათებია, უმრავლესობა – ფერადი სახით გამოცემული.
“საქართველო ლეგენდებისა და პოეზიის ქვეყანაცაა. ჩვენი მამულის განუმეორებელ ხატში ამ მიწის მკვიდრნი ჭვრეტენ არამხოლოდ პურის არსებობას, არა მარტო მწვანე აბჯარს მომხდურთა ურდოებისგან თავის დასაცავად, არამედ ესთეტიკური ტკბობის უსაზღვრო წყაროსაც. ასეთი მამულის მთა-ბარს მხოლოდ თვალით – გრძნობის ვიზუალური შესაძლებლობით ტკობა როდია საკმარისი, აქ საჭიროა მსგავსი სამშობლოს ორგანიზმის ყველა უჯრედით, ნერვული სისტემის ყველა ნერვით აღქმა, ე.ი. შენს მიწაზე გალაკტიონისეული შეგონებით ფეხშიშველი დგომა და მისი მადლიანი ზურგის მაგნეტიზმით დამუხტვა: “ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა არ გაიარე – რაა მამული?”, – აცხადებს წიგნის ავტორი.
არნოლდ გეგეჭკორი პირველი მეცნიერია, რომელსაც აქვს ყველაზე მასშტაბური ფოტოარქივი საქართველოს, ზოგადად კავკასიის ყველა რეგიონის ფლორასა და ფაუნაზე, ეთნოგრაფიასა და ისტორიულ-არქიტექტურულ ძეგლებზე, უფრო მეტიც, დედამიწის ხუთივე კონტინენტის ყველა მნიშვნელოვან გეოგრაფიულ, გეოლოგიურ ძეგლებზე, ქვის ხანის კულტურის მატარებელ ტომებზე, ეგზოტიკურ მცენარეთა და ცხოველთა სამყაროზე.
წიგნის “ეს არის საქართველო” პრეზენტაცია ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში, 13 ივნისს, 18:00 საათზე გაიმართება.
კონტაქტი: 599541707 კახაბერ რუსიძე

banner
წინა სტატიაშიუცხოელმა ნორვეგიის პარლამენტის წინ თავის დაწვა სცადა
შემდეგი სტატიამამაკაცმა ნიუ-იორკის მეტროში სტრიპტიზი იცეკვა (ვიდეო)