უჩა ნანუაშვილი: ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენცია ჩვენი აპარატის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება ნგრევად ობიექტებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებასთან დაკავშირებით

გავრცელებულია ნიშნობებისა და იძულებითი ქორწინების შემთხვევები, მთავარი გამოწვევა კი, საზოგადოების მცდარი შეხედულებები და არაინფორმირებულობაა, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა საჯარო დებატებზე განაცხადა, საჯარო დებატებზე – “ადრეულ ასაკში ქორწინება: გამოწვევები და გადაჭრის გზები” სიტყვით გამოსვლისას საქართველოს სახალხო დამცველმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენცია აპარატის საქმიანობის ერთ–ერთი მთავარი მიმართულებაა.

დიდი ბრიტანეთის ელჩის მოადგილემ საქართველოში ტიფანი სედლერმა აღნიშნა, რომ ადრეული ქორწინება მსოფლიოში გავრცელებული პრობლემაა და განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან ყოველწლიურად მილიონობით გოგონა წყვეტს განათლების მიღებას და განვითარებას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა, საგანმანათლებლო დაწესებულებების როლზე ადრეული ქორწინების პრევენციის და მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების სფეროში; ასევე, სამინისტროს ინიციატივით განხორციელებულ და დაგეგმილ საქმიანობაზე; მათ შორის, სკოლის მიტოვების ფაქტების აღრიცხვიანობის სისტემის შემოღებასა და არსებულ სტატისტიკურ მონაცემებზე.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ბერძულმა რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება: სოციალური მუშაკების როლი და ჩართულობა; ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობა; მათ შორის, ექიმების როლის გააქტიურებაზე მიმართულებით.

მისი თქმით, მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ექიმებისთვის სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავებას ადრეული ქორწინების და ძალადობის ფაქტების გამოვლენისა და პრევენციისათვის.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ ყურადღება გაამახვილა სამართალდამცავთა გააქტიურებულ და ეფექტიან რეაგირებაზე, მიმოიხილა სტატისტიკური მონაცემები.

თალაკვაძის განმარტებით, სამინისტრო მზადაა განახორციელოს უფრო მეტი ცვლილება, რათა გაიზარდოს სამართალდამცავთა როლი ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციის და შემთხვევების მართვის პროცესებში.

სისხლის სამართლებრივი დევნის მაჩვენებელსა და კანონმდებლობის აღსრულების ძირითად საკითხებზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა სამმართველოს უფროსმა მაია კვირიკაშვილმა.

ასევე ისაუბრა სამომავლოდ დაგეგმილ საქმიანობაზე, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზს და არსებული საკანონმდებლო რეგულაციების გაუმჯობესებას.

არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” წარმომადგენელმა ანა არგანაშვილმა ისაუბრა ადრეულ ასაკში ქორწინების პრობლემის აღიარების მნიშვნელობასა და სწორი დეფინიციების გამოყენების მნიშვნელობაზე.

მომხსენებლის თქმით, არ შეიძლება არასრულწლოვანის ინტერესების დარღევა და ძალადობა “ოჯახის შექმნით” გამართლდეს.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა ეკატერინე სხილაძემ წარმოადგინა საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის – “ადრეულ ასაკში ქორწინება: გამოწვევები და გადაჭრის გზები” ძირითადი მიგნებები.
სხილაძის განმარტებით, ადრეულ ასაკში ქორწინება ქვეყანაში არსებულ გენდერულ უთანასწორობასთანაა მჭიდრო კავშირში და სერვისების არაეფექტიან მიწოდებასთან ერთად საზოგადოებაში არსებული მცდარი შეხედულებები კვლავ პრობლემას წარმოადგენს.

საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა სამდივნოს მრჩეველმა მარიამ ჯაჯანიძემ უწყებათაშორისი კოორდინაციის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება. მომხსენებელმა მიმოიხილა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტში ასახული ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციისა და შემთხვევების მართვის პროცესებში განსახორციელებელი აქტივობები.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ესწრებოდნენ მასწავლებლები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები ბოლნისიდან, მარნეულიდან და დმანისიდან, რომლებმაც სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვეს ქვემო ქართლის რეგიონში არსებულ პრობლემებს და ისაუბრეს კონკრეტული შემთხვევების შესახებ.

ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირის პროექტის “სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა” და ბრიტანეთის საელჩოს პროექტის “გოგონების უფლებების დაცვა და ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენცია” ფარგლებში.

banner
წინა სტატიაშიბრიუსელში მომხდარი ტრაქტის გამო, სპეცოპერაციის შედეგად ორი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიასალაჰ აბდესლამი დუმილის უფლებას იყენებს