უჩა ნანუაშვილი – 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობა კვლავ პრობლემად რჩება

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება ნგრევად ობიექტებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებასთან დაკავშირებით

მთავარ პრობლემად კვლავ 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობა რჩება, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ მომზადებული ანგარიშის პრეზენტაციის დაწყებამდე განუცხადა.

უჩა ნანუაშვილის თქმით, პრევენციისთვის აუცილებელია ზომების გატარება, რათა ბავშვთა სიკვდილიანობის პრევენცია მოხდეს.
ნანუაშვილის თქმით, ძალადობის კუთხით სახალხო დამცველის წინადადება, რომ გამკაცრებულიყო კანონმდებლობა და უკეთ ყოფილიყო დაცული ბავშვები ძალადობისგან, ჯერჯერობით გათვალისწინებული არ არის.

„ჩვენი მოთხოვნა არის ბავშვთა ძალადობის კუთხით უფრო მეტად გამოიკვეთოს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, რადგან ასეთი არაერთი ფაქტი ხდება და რეაგირება ბევრ შემთხვევაში ადეკვატური არ არის. ცალკე პრობლემაა, რომ ზოგადად არ არსებობს ნორმალური კოორდინაცია ბავშვთა ძალადობის საკითხებზე. ცალკე პრობლემა ეხება ქუჩაში მომუშავე და მცხოვრებ ბავშვებს, მათ მიმართაც რეალურად არ ტარდება ღონისძიებები, კონკრეტული ღონისძიებები და კონკრეტული პროგრამები იმისთვის, რომ მოხდეს ამ ადამიანების ინტეგრაცია საზოგადოებაში და სახელმწიფოს მხრიდან აუცილებლად უნდა გადაიდგას ნაბიჯები“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

სახალხო დამცველი ბავშვთა მიმართ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ასევე სექსუალური ძალადობის პრობლემებს ასახელებს. ნანუაშვილის თქმით, სახალხო დამცველმა უკვე გასცა არაერთი რეკომენდაცია, თუმცა რეკომენდაციების უმრავლესობა გათვალისწინებული არ არის.

სახალხო დამცველის ანგარიშში ასევე საუბარია, რომ პრობლემაა მაღალმთიან რეგიონებში განათლებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება მედიაში ბავშვთა პრობლემების გაშუქების საკითხს, ნანუაშვილის თქმით, გასულ წელს იყო რამდენიმე სამწუხარო შემთხვევა და ეს ტენდენცია მიმდინარე წელსაც გრძელდებოდა, როცა ეთიკური წესების დარღვევით ხდებოდა ბავშვთა პრობლემების გაშუქება, რასაც შემდეგ სავალალო შედეგები მოყვებოდა.

დღესვე პრეზენტაციის დასასრულს, სახალხო დამცველის აპარატსა და საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობას შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

banner
წინა სტატიაში”ნაციონალების” ინიციატივით, მცხეთის საკრებულოს წევრებს ხელფასები გაეზარდათ
შემდეგი სტატიასახელმწიფოს დაფინანსებით კიდევ ერთი საწარმო ამოქმედდა თერჯოლაში