უკრაინაში “ბოევიკების” მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად ხუთი წლის გოგონა დაიჭრა

აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება, “ბოევიკები” აგრძელებენ უკრაინელი სამხედროებისა და დასახლებული პუნქტების მიმართ ცეცხლის გახსნას.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში “ბოევიკები” “გრადის” სისტემიდან პერიოდულად ხსნიდნენ ცეცხლს დასახლებულ პუნქტებში.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის ვიაჩესლავ აბროსკინის ინფორმაციით, “ბოევიკების” მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად დაჭრილია მშვიდობიანი მოსახლე და მისი ხუთი წლის გოგონა.
უკრაინული მედიის ცნობით, გუშინ “ბოევიკების” მიერ დებალცევოს დასახლებულ პუნქტებში განხორციელებულ შეტევას შვიდი მშვიდობიანი მოსახლე ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაში“პანორამა თბილისის” მშენებლობას 16 არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფლების მოედანზე გააპროტესტებს
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი თამაზ ავდალიანის ოჯახს სამძიმარს უცხადებს