საქართველოს პრეზიდენტი თამაზ ავდალიანის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

უშიშროების საბჭოს ფუნქციონირებას ხელოვნური წინაღობა ექმნება,გაურკვევლობას იწვევს საზოგადოებასა და ჩვენს პარტნიორებში

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრის, თამაზ ავდალიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“ღრმა მწუხარებით მივიღე ცნობა საქართველოს პარლამენტის წევრის, ბატონი თამაზ ავდალიანის გარდაცვალების შესახებ.|მისი სახით მისმა ახლობლებმა და კოლეგებმა დაკარგეს გულისხმიერი მეგობარი, ქვეყანამ კი – კარგი მამულიშვილი. ამ მძიმე წუთებში, სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ ბატონი თამაზის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს”, – აღნიშნულია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.
საქართველოს პარლამენტის წევრი თამაზ ავდალიანი მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში “ბოევიკების” მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად ხუთი წლის გოგონა დაიჭრა
შემდეგი სტატიასახელმწიფო უნივერსიტეტს სახელს უცვლიან?