Twitter-ის აქციები ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა

Twitter-ის აქციები ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა

twBloomberg-ის ცნობით, Twitter-ის აქციებს 2013 წლიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. დღეს, საღამოს მონაცემებით, კომპანიის ერთი აქციის ღირებულება 1,7%-ით დავარდა და 19,92% შეადგინა.
რამდენიმე დღის წინ ჯეკ დორსმა, რომელიც კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობაზეა გასული წლიდან, განაცხადა, რომ კომპანია ტექსტის გამოსახატავად ახალ გზებს ეძებს. სავარაუდოდ, სოციალური ქსელი სტანდარტულ 140 სიმბოლოს გაზარდის. Bloomberg-ის ცნობით, შესაძლებელია ერთი ტექსტის ოდენობა 10 ათას სიმბოლო გახდეს.

კომპანია გასული წლის მეოთხე კვარტლის ფინანსურ შედეგებს 2016 წლის 10 თებერვალს გამოაქვეყნებს.

banner
წინა სტატიაშისლოვაკეთის პრემიერი: კიოლნის მოვლენების შემდეგ აუცილებელია ევროკავშირის სამიტი შედგეს
შემდეგი სტატიანიღბიანმა “ისლამის სახელით” პოლიციელს ესროლა